გაკვეთილის გეგმები


პროექტი გაკვეთილის გეგმა

პროექტი გაკვეთილის გეგმის მოკლე აღწერა
       
კლასი___I V


1.    სახელი და გვარი
აზა ჩუბინიძე
2.    თემის სახელწოდება
Powerpoint-ის პროგრამა, სლაიდ-შოუ
  „ქართული დამწერლობა“
3.    3. გაკვეთილის
სასწავლო მიზნები


1.     ინფორმაციის მოძიება და შენახვა
2.     Powerpoint-ის პროგრამით სლაიდ-შოუს გაკეთება
3.     კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების განვითარება
4.    სწავლის შედეგები
ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.
5.    მიმდინარეობა
(აქტივობა და დრო)
 დავალების მიცემის  შემდეგ კლასი ჯგუფებად დავყავი და თითო ჯგუფს მივეცი დავალება  მოეძებნათ ქართულ დამწერლობის შესახებ ინფორმაცია და სურათები. Powerpoint-ის პროგრამის გამოყენებით წარმოედგინათ სლაიდ შოუ. ვთხოვე  თითოეულ ჯგუფს, ზუსტად ოთხი კვირის შემდეგ საინტერესოდ წარმოედგინათ მოცემული დავალებები. ამ ოთხი კვირის მანძილზე მოსწავლეებს  დროდადრო ვეუბნებოდი, რომ მოუთმენლად ველოდებოდი პრეზენტაციის დღის დადგომას, რადგან მჯეროდა საუკეთესოდ გაართმევდნენ თავს ასეთ რთულ და საინტერესო დავალებას და არაჩვეულებრივ პრეზენტაციებს მოამზადებდნენ. ხაზს ვუსვამდი იმას, რომ მაღალი მოლოდინი მქონდა.
      სამად დაყოფილი ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ქართულ დამწერლობაზე (30 წთ)
       მოსწავლეებს მიეცათ ჯგუფური დავალება გადმოეცათ თავიანთი აზრი როგორ გამოიყენეს Powerpoint-ის პროგრამა  პრეზენტაციის მოსამზადებლად. 5 წუთი
  უკუკავშირი – 3წთ.
  საშინაო დავალება – 2წთ.

6.    შეფასება
პრეზენტაცია, სავარჯიშოს შესრულება.
10. რესურსები

ტექნიკა და რესურსები -  პერსონალური კომპიუტერი, პროექტორი,საწერი კალამი და ფურცელი.

ინფორმაციის წყარო PowerPoint-ის პროგრამა.
 google. ვიკიპედია
ივ.ჯავახიშვილი-,,ძვ.სომხური საისტორიო მწერლობა’’;
ივ.ჯავახიშვილი-,,ქართული პალეოგრაფია’’; 1926წ;
თ.გამყრელიძე-,,წერის ანბანური სისტემა და ძვ.ქართული დამწერლობა’’; 1990წ;
გ.წერეთელი-,,არმაზული დამწერლობა’’; 208წ;
ზ.ალექსიძე-,,ეპისტოლეთა წიგნი’’; 1968წ;
გარდტჰაუზენი-,,ბერძნული პალეოგრაფია



Комментариев нет:

Отправить комментарий